სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების - მიმართულებათა ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების, დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 3 დეკემბრის სხდომის # 8 ოქმით, 26-ე მუხლის საფუძველზე
ვბრძანებ:
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების - მიმართულებათა ხელმძღვანელების არჩევნები ჩატარდეს 2021 წლის 24 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში, „ZOOM“ პლატფორმის გამოყენებით;
- სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მიმართულების ხელმძღვანელს, მიმართულების სხდომაზე ირჩევს მიმართულების აკადემიური პერსონალი სიით შემადგენლობის უმრავლესობით;
- მიმართულების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი (მუხლი 26.1.);
- არჩევნების შედეგების მიხედვით, მიმართულებაზე შედგება ოქმი, რომელიც გადაეგზავნება ფაკულტეტის დეკანს;
- სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მიმართულების ხელმძღვანელის შერჩეულ კანდიდატურას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის დეკანი (მუხლი 26.3.);
- ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს დეკანის სამდივნოს;
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია